პარიზში „მსურველთა კოალიციის“ სამიტი მიმდინარეობს

04 სექტემბერი 2025, 13:29 100 ნახვა

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში ელისეის სასახლეში უკვე მივიდა, სადაც „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა იწყება. სამიტზე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით საკითხებს განიხილავენ, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი უხელმძღვანელებენ.

ზელენსკი პარიზში ერთი დღით ადრე ჩავიდა და მაკრონთან სამუშაო ვახშამი ჰქონდა. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ტრამპთან საუბარში რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების საკითხის წამოწევას გეგმავს. 

3 სექტემბერს, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი პარიზში ჩავიდა „მსურველთა კოალიციის“ სამიტის წინ. მისი მონაწილეობა შეხვედრაში არ დადასტურებულა, თუმცა უკრაინის დელეგაციასთან მოლაპარაკებები მოსალოდნელია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში