რუსეთისთვის მიუღებელია უკრაინაში უცხოური ჯარების განლაგება - ზახაროვა

04 სექტემბერი 2025, 13:29 95 ნახვა

რუსეთი არ გეგმავს უკრაინაში უცხოური სამხედრო ძალების პოტენციური განლაგების რაიმე ფორმატში განხილვას და მას „მიუღებელს“ უწოდებს - განცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ.

მან კომენტარი გააკეთა ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაზე უკრაინაში ევროპული ჯარების გაგზავნის გეგმებთან დაკავშირებით, რაც გერმანიამ ასევე უარყო.

კვირას ფაინენშელ თაიმსთან ინტერვიუში ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპა ამზადებს „საკმაოდ ზუსტ გეგმებს“ უკრაინაში მრავალეროვნული ჯარების განლაგების შესახებ, როგორც კონფლიქტის შემდგომი უსაფრთხოების გარანტიების ნაწილია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში