ბათუმი-ახალციხის ხულოს მონაკვეთზე საავტომობილო გზა გაიწმინდა

20 მაისი 2017, 00:00 1895 ნახვა

ბათუმი - ახალციხის ხულოს მონაკვეთზე ჩამოწოლილი მეწყრისგან საავტომობილო გზა გაწმენდილია. არსებული ინფორმაციით, მოძრაობა არ შეფერხებულა.  

ხულოს გამგებლის განცხადებით, აღნიშნული მონაკვეთი მეწყერსაშიში ზონაა და საფრთხის თავიდან ასაცილებლად ტექნიკა სოფელ დანისპარაულთან რჩება. ინტენსიური წვიმის გამო ბათუმი - ახალციხის საავტომობილო გზის 99-ე კილომეტრზე მეწყერი დღეს დილით ჩამოწვა.

ამავე კატეგორიაში