ონლაინ მედია ღაზაში ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებენ

01 სექტემბერი 2025, 13:50 84 ნახვა

აზიის მასშტაბით ონლაინ მედიასაშუალებებმა  თავიანთ ვებგვერდებზე გამოაქვეყნეს მესიჯები, რომლებშიც ღაზაში ჟურნალისტების დაცვისკენ მოუწოდებდნენ. ეს „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ და არაკომერციული ორგანიზაცია „ავააზი“-ის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის ნაწილია.

25 აგვისტოს ისრაელმა ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე ნასერის საავადმყოფოს დაარტყა, რომლის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ხუთი ჟურნალისტი, რომლებიც „როიტერში“, „ასოშიეითედ პრესში“, „ალ ჯაზირაში“ და სხვა ტელეარხებში მუშაობდნენ.

დასავლელმა ლიდერებმა დაგმეს დარტყმა, რომელმაც ფართო საერთაშორისო კრიტიკა გამოიწვია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში