კიევში 29 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა

28 აგვისტო 2025, 13:54 154 ნახვა

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო უკრაინაზე ღამით განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის შემდეგ რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას მოითხოვს. კიევში დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის სამი ბავშვია-2,14 და 17 წლის. 10 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

შემთხვევის ადგილზე  მაშველები ნანგრევებს ასუფთავებენ და სამძებრო ოპერაციას აგრძელებენ. კიევში პარასკევი გლოვის დღედ გამოცხადდა, ქალაქის ყველა კომუნალურ შენობაზე დროშებს დაუშვებენ.

უკრაინის ხელისუფლება მომხდარზე მკაცრ საერთაშორისო რეაგირებას მოითხოვს. ევროკავშირის ლიდერები მოსკოვისგან მკვლელობების შეწყვეტას და მოლაპარაკებების დაწყებას მოითხოვენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში