უკრაინული დრონის ნამსხვრევები რუსეთში საცხოვრებელ სახლს დაეცა

27 აგვისტო 2025, 11:53 123 ნახვა

განადგურებული უკრაინული დრონის ნამსხვრევები რუსეთის ქალაქ დონის როსტოვის სამხრეთით მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სახურავს დაეცა, რასაც ძლიერი ხანძარი მოჰყვა.

 საცხოვრებელი სახლის 15 ბინადრის ევაკუაცია გახდა საჭირო. ადგილობრივი ხელისუფლების  განცხადებით, არავინ დაშავებულა და ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხდა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსულმა საზენიტო დანაყოფებმა როსტოვის ოლქის სამ სხვადასხვა ნაწილში 10 უკრაინული დრონი გაანადგურეს.

კიევმა, რომელმაც ბოლო თვეებში გააძლიერა დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე, განაცხადა, რომ მისი თავდასხმები მოსკოვის მიერ უკრაინაზე განხორციელებული დარტყმების საპასუხოდ ხორციელდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში