ჩინეთის ლიდერმა რუსეთის პარლამენტის სპიკერი მიიღო

26 აგვისტო 2025, 13:50 90 ნახვა

ჩინეთმა და რუსეთმა ერთობლივად უნდა დაიცვან თავიანთი უსაფრთხოებისა და განვითარების ინტერესები, რათა შექმნან უფრო „სამართლიანი“ საერთაშორისო წესრიგი - ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა რუსეთის პარლამენტის სპიკერთან შეხვედრაზე განაცხადა.

ორივე მხარემ უნდა გააგრძელოს ტრადიციული მეგობრობა და გააღრმავოს სტრატეგიული ურთიერთნდობა - წერს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო სი ძინპინის სიტყვებზე დაყრდნობით. 

რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი ჩინეთში სამი დღით ადრე ჩავიდა პრეზიდენტ პუტინის ვიზიტამდე, სადაც ის უსაფრთხოების ფორუმზე გლობალური სამხრეთის ათობით ლიდერს შეხვდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში