ლავროვმა უკრაინაში მშვიდობისთვის აუცილებელი პირობები დაასახელა

25 აგვისტო 2025, 10:03 226 ნახვა

უკრაინის უსაფრთხოების გარანტი უნდა იყოს ქვეყნების ჯგუფი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს წევრების ჩათვლით - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ენ-ბი-სი ნიუსთან ინტერვიუში განაცხადა.

გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინისგან მოითხოვს უარი თქვას აღმოსავლეთ დონბასის რეგიონზე, ნატოში გაწევრიანების ამბიციებზე, დარჩეს ნეიტრალური და ქვეყანაში არ შეიყვანოს დასავლეთის ჯარები.

ლავროვმა განაცხადა, რომ პუტინმა და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ალასკაზე განიხილეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიისა და 2022 წლის სტამბოლის ჩაშლილი დისკუსიების საკითხი.

ლავროვმა ასევე ნათლად განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება რუსეთისთვის მიუღებელია, რომ რუსეთს სურს უკრაინაში რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვა და რომ აუცილებელია უკრაინასთან ტერიტორიული დისკუსის გამართვა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი