ქობულეთის „ჩელე არენა" ლონდონის „არსენალის" კემპს უმასპინძლებს

12 აგვისტო 2025, 10:08 125 ნახვა

25-30 აგვისტოს ქობულეთის „ჩელე არენა“ ლონდონის „არსენალის“ საზაფხულო კემპს უმასპინძლებს, – ინფორმაციას „ჩელე აკადემია“ ავრცელებს. ლონდონის „არსენალის“ აკადემიის მწვრთნელები 6-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ხუთდღიან მასტერკლასებს ჩაატარებენ.

მონაწილეობის მიღება საქართველოს ნებისმიერი რეგიონის ბავშვებს შეუძლიათ. „არსენალის“ კემპი საქართველოში ბრუნდება. ბავშვებს ამჯერად ქობულეთში, „ჩელე არენაზე“ 25-30 აგვისტოს ვუმასპინძლებთ.

კემპში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 6-დან 14 წლამდე ბიჭებსა და გოგონებს.

სავარჯიშო პროცესი სრულად „არსენალის“ მეთოდოლოგიით წარიმართება“, – წერია ორგანიზატორის, „არსენალ ეფ-დი გეორგიას“ (Arsenal FD – Georgia) განცხადებაში.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი