აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დღეს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან დაგეგმილი შეხვედრის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, დააწესოს თუ არა სანქციები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსული ნავთობის შეძენას აპირებენ.
ტრამპმა, რომელმაც ბოლო კვირების განმავლობაში კრემლის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის მიმართ იმედგაცრუება გამოხატა, მას 8 აგვისტომდე მისცა ვადა, რათა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო მკაცრი სანქციები დაეკისრება.