თურქეთში საქართველოს ელჩისა და ქართული დელეგაციის ვიზიტი დასრულდა

28 ივლისი 2025, 11:50 258 ნახვა

თურქეთში საქართველოს ელჩისა და ქართული დელეგაციის ვიზიტი დასრულდა. არჩილ კალანდია საქართველოს პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებთან ერთად ამჯერად ქალაქ ინეგოლის “კავკასიური და ქართული კულტურის” ცენტრს ეწვია, სადაც ჩვენებურებს, მუჰაჯირების შთამომავლებს შეხვდა.

ცენტრი უკვე ათობით წელს ითვლის და იგი პირველი ქართული გაერთიანება იყო მარმარას რეგიონში. მის ბაზაზე ეთნიკური ქართველები ქართულ ენასა და ცეკვას სწავლობდნენ. საქართველოს ელჩმა ინეგოლში მცხოვრებ ქართველებს 150 წლის მანძილზე შემონახული ქართული ენისა და ტრადიციებისთვის მადლობა გადაუხადა და საჭიროებების შესაბამისად დახმარებას დაჰპირდა.

არჩილ კალანდია და დეპუტატები საფეხბურთო კლუბ “კავკაზ სპორშიც” იმყოფებოდნენ, რომელსაც ეთნიკური ქართველი ხელმძღვანელობს და ფეხბურეთელების დიდი ნაწილიც მუჰაჯირების შთამომავალია. ინეგოლში იმყოფებოდა ასევე აჭარის კულტურის სამინისტროს ფოლკლორის ხელშეწყობის განყოფილების უფროსი.

სამდღიანი ოფიციალური შეხვედრები მარმარას რეგიონში ეთნიკური ქართველების მრავალწლიანი ისტროიის მქონე ფესტივალის ფაერგლებში გაიმართა. ფესტივალი გლოვის დღეების გადაიდო, რომელიც თურქეთში ხანძრის ქრობის დროს დაღუპული მეხანძრეების გამო გამოაცხადეს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში