შვედი დიპლომატის ვიდეომიმართვა

25 ოქტომბერი 2025, 20:19 147 ნახვა

„ერთი წლის წინ, 26 ოქტომბერს საქართველოს დემოკრატია და საქართველოს გზა ევროკავშირისკენ ხალხს მოჰპარეს,“ – ამის შესახებ შვედეთის პარლამენტის ევროპის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ვიდეომიმართვაში აცხადებს. „ჩვენ გვინდა, დავადასტუროთ ჩვენი განგრძობადი მხარდაჭერა ქართველი ხალხის მისწრაფების მიმართ დემოკრატიის, თავისუფლებისა და ევროპული მომავლისკენ. ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურ პროტესტს რუსთაველის გამზირზე, როგორც საქართველოს მომავლის იმედის შუქურას და ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ“, – აღნიშნავს ერიკ ოტოსონი.

აღნიშნულ ვიდეომიმართვას უერთდებიან პოლონეთის სეიმისა და სენატის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების, ლუქსემბურგის პარლამენტის საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტის, ფინეთის ევროპულ საქმეთა კომიტეტის, ასევე ავსტრიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეები და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე