საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერთან, ლი ციანთან ერთად, ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს საგამოფენო სივრცე გახსნა. პრემიერებმა ქართული პავილიონი დაათვალიერეს. საერთაშორისო გამოფენაზე, რომელშიც საქართველო წელს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს, 40-ზე მეტი ქართული კომპანიაა წარმოდგენილი.