ბბს-ის მიერ შექმნილ საგამოძიებო ფილმზე ბოლო რამდენიმე დღეა პოლიტიკური განცხადებები კეთდება. მმართველ გუნდი სიუჟეტში მოყვანილ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს, რომელიც ქართულ ოცნების თქმით სპეცსამსახურების ხელწერით BBC-მ გაავრცელა, ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ მასალები საერთაშორისო გამოძიების დაწყების საფუძველს ქმნის.
გახარიას პარტია კი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას აანონსებს. გახარიას პარტიაში აცხადებენ, რომ ორშაბათს ბიუროს სხდომაზე დააინფიცირებენ გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან გამოყენებული სპეციალური საშუალებების კანონიერების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას.
