მაღალი დონის შეხვედრები და თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმები- საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძემ შეხვედრა კოლეგა პრემიერთან და ქალაქის მერთან გამართა. პრემიერ-მინისტრი შანხაიში იმპორტის რიგით მერვე საერთაშორისო გამოფენას დაესწრო.