აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ჭაოცინგის დელეგაციის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა აჭარასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მუნიციპალიტეტებთან მეგობრულ ურთიერთობებს . დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტსა და ქალაქ ჭაოცინგის მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერება ხელი.
გეტყვით რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და აჭარის რეგიონს შორის ურთიერთობები, მე-19 საუკუნის მიწურულს დაიწყო ლაო ჯინ ჯაოს მოღვაწეობით. დაბა ჩაქვში, აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები ლაო ჯინ ჯაოს მუზეუმის მოწყობასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე, ასევე გამოითქვა მზადყოფნა პარტნიორობის გაფართოებისა და გაღრმავების შესახებ.