ინფრასტრუქტურის მინისტრის ვიზიტი თურქეთში

12 ნოემბერი 2025, 11:44 81 ნახვა

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი დელეგაციასთან ერთად  ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფება. რევაზ სოხაძე შეხვდება თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს. ასევე დაგეგმილია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მსხვილი ობიექტების მონახულება.
ანკარაში ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი კობერიძემ თურქეთის სახელმწიფო წყლების გენერალური სააგენტოს დირექტორთან გამართა.  მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების საკითხები წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მიმართულებით.

ბაკურ ფარტენაძე
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე