ორ ქვეყანას შორის კულტურის მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები და ერთობლივი ღონისძიებების საკითხები განიხილა აჭარის კულტურის მინისტრმა ინეგოლის, იზნიქისა და ორჰანგაზის ქალაქების მერებთან შეხვერაზე, რომელიც თურქეთში გაიმართა. ოფიციალური ვიზტის ფარგლებში განსახლიველეი საკითხებს შორის ასევე იყო გაცვლითი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები. ელისო ბოლქვაძე შეხვდა სხვადასხვა კულტურული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს. ასევე ეწვია ორჰანგაზის კავკასიური კულტურის ასოციაციას, სადაც ამავე რეგიონში მოქმედი ქართული დიასპორების წარმომადგენლებს შეხვდა.
