ჰუმანიტარული კრიზისი ღაზაში

27 ივლისი 2025, 11:42 96 ნახვა

ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების საჰაერო გზით ჩაშვება და გაერო-ს კოლონებისთვის ჰუმანიტარული დერეფნები შეიქმნება - ამის შესახებ ისრაელის სამხედრო ძალებში აცხადებენ. უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის დაკონკრეტებული როდის გაიხსნება გაერო-ს კოლონებისთვის ჰუმანიტარული დერეფნები ან სად განთავსდება ისინი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამხედროები მზად არიან მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში ჰუმანიტარული პაუზები განახორციელონ. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ღაზაში „ჰამასის“ წინააღმდეგ სამხედროების საბრძოლო ოპერაცია არ შეწყვეტილა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში