შეიარაღებული თავდასხმა ირანში სასამართლოს შენობაზე

27 ივლისი 2025, 11:41 90 ნახვა

ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთში სროლას სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა სისთან-ბელუჯისტანის პროვინციაში პაკისტანისა და ავღანეთის საზღვრებთან ახლოს მოხდა. სასამართლოს შენობაზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის დროს, დაშავდა ათობით პირი. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, თავდამსხმელებმა შენობას ყუმბარები დაუშინეს. სამართალდამცავები მომხდარზე სუნიტურ შეიარაღებულ დაჯგუფებას, ჯაიშ ალ-ადლის აკისრებენ პასუხისმგებლობას. დაღუპულთა შორისაა სამი თავდამსხმელიც – ისინი უსაფრთხოების ძალების მიერ გახსნილ ცეცხლს ემსხვერპლნენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში