ესპანეთის რამდენიმე ქალაქში ტყის ხანძრებს ებრძვიან

18 ივლისი 2025, 13:58 92 ნახვა

ესპანეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან. 2500 ჰექტარზე მეტი ტერიტორია განადგურდა ტოლედოში. მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულები არიან სამხედროებიც. ცეცხლის ჩაქრობას ხელს ძლიერი ქარიც უშლის.

ხანძრის რამდენიმე კერაა მადრიდის მახლობლად, სადაც უკვე განადგურდა 3000 ჰექტარზე მეტი ტერიტორია.

სამაშველო სამსახურის განცხადებით, მას შემდეგ რაც რამდენიმე ადგილას ცეცხლის ლოკალიზება შეძლეს, უკვე დააბრუნეს 40-ზე მეტი ადამიანი საცხოვრებელ სახლებში.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი