ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების ცენტრთან ისრაელის სამხედროების მხრიდან ცეცხლის გახსნას, სულ მცირე, ათი ადამიანი ემსხვერპლა. ათობით კი დაშავდა.
ისრაელის არმიის საჰაერო ძალებმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთით სკოლის შენობა დაბომბეს, რომელსაც იძულებით გადაადგილებული ადამიანები აფარებდნენ თავს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი მზადაა, ღაზაში ომი დაასრულოს, თუ „ჰამასი“ ისრაელის პირობებს დათანხმდება.