კალიფორნიის შტატის ქალაქ ლანკასტერში ავტობუსი გადაბრუნდა. ავარიის შედეგად დაშავდა 20-მდე ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.
ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და სიერა ჰაივეის გასწვრივ მდებარე რკინიგზის ლიანდაგთან შეჯახების შემდეგ გადატრიალდა.
ავტობუსი ეკუთვნის კომპანია კერნ-ტრანზიტს, რომელიც რეგიონებს შორის მგზავრთა ტრანსპორტირებას ახდენს.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            