ილია თოფურია UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონია

29 ივნისი 2025, 09:48 174 ნახვა

ილია თოფურია UFC-ს მსუბუქი წონის (70კგ) ჩემპიონია.

ლას ვეგასში გამართულ შეჯიბრზე ქართველმა მებრძოლმა ბრაზილიის სახელით გამომსვლელი ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა.

სატიტულო ბრძოლაში ოქტაგონზე თოფურიამ შეხვედრა პირველ რაუნდში ნოკაუტით მოიგო.

ილია თოფურია პირველი ქართველი მებრძოლია, რომელმაც UFC-ის მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა.

2024 წელს ქამრისთვის ბრძოლაში მან ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში