ვითარება ღაზის სექტორში 

27 ივნისი 2025, 09:16 111 ნახვა

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაცია გრძელდება. დეირ-ალ ბალაგის ბაზრობაზე მიტანილი იერიშის შედეგად სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც.

ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანოს განცხადებით, ისრაელის ცეცხლის შედეგად ბოლო 24 საათში სულ მცირე 103 პალესტინელი დაიღუპა.

პარალელურად მსოფლიო კვლავ განიხილავს ისრაელ-ირანის დაპირისპირება.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდირების სურვილი ჰქონდათ, თუმცა ხამენეი ბუნკერში დაიმალა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში