ჩინეთში ძლიერმა წყალდიდობამ 6 ადამიანი იმსხვერპლა

26 ივნისი 2025, 09:16 89 ნახვა

ექვსი ადამიანი დაიღუპა ჩინეთში წყალდიდობის შედეგად.  გუიჯოუს პროვინციაში მდინარეების ადიდებისა და მეწყრული პროცესების გამო ევაკუირებულია მილიონობით ადამიანი.  ძლიერმა მუსონურმა წვიმებმა ინფრასტრუქტურის განადგურება და სავაჭრო ცენტრებისა და ქუჩების დატბორვა გამოიწვია.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებზე ჩანს, თუ როგორ იტაცებს წყლის ნაკადი ავტომობილებს მიწისქვეშა ავტოსადგომებზე. სანდუს რეგიონში მეწყერმა  ერთ-ერთ გზატკეცილზე მდებარე  ხიდის შესასვლელი მონაკვეთი ჩამოანგრია. 

ხელისუფლებამ მოუწოდა წყალდიდობის რისკის ქვეშ მყოფი რაიონების მაცხოვრებლებს, თავშესაფარი უფრო მაღალ ადგილებში, წყალდიდობის დონის ზემოთ ეძებონ.

გასული კვირიდან მოყოლებული, ძლიერი წვიმები გუიჯოუს მთიან პროვინციასა და სამხრეთ ჩინეთის სხვა ნაწილებს ანადგურებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში