ბოლო ინფორმაციით ირანის პარლამენტმა დაამტკიცა ჰორმუზის სრუტეში მოძრაობის შეზღუდვის და ზოგადად მისი ჩაკეტვის შესახებ, ახლა მხოლოდ უზენაესი ხელისუფლის თანხმობას ელოდებიან, თუ ირანმა ეს მოახერხა ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე მომენტალურად მოიმატებს 25-30%-ით და მხოლოდ მატებას გააგრძელებს, რაც უფრო დიდხანს იქნება სრუტე ჩაკეტილი, მეტიც თუ აშშ-მ სამხედრო ძალით არ ჩააკეტინა სრუტე, ეს მაინც გაზრდის ნავთობის ფასს რაღაც დროით მაინც, რითაც ყველაზე მოგებული რუსეთი დარჩება, რადგან ჰორმუზის სრუტეზე მსოფლიო ნავთობის მოპოვების 20% მოდის, ალტერნატიული წყარო ჩინეთის, თურქეთის და ინდოეთის ბაზრებისთვის კი სწორედ რუსეთია, ამასთან ირანში მთელი დღის განმავლობაში საუბრობენ აშშ-ს წინააღმდეგ საპასუხო მოქმედებაზე, ხოლო პენტაგონში აცხადებენ, რომ ნებისმიერ პასუხს მოჰყვება ორმაგად ძლიერი ზიანი ირანისთვის.