საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ყველა მხარეს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებს.
კაია კალასის თქმით, ირანს არ უნდა მიეცეს უფლება, შეიმუშაოს ბირთვული იარაღი, რადგან ეს იქნება საფრთხე საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის.
ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის უმაღლესი დონის ფონზე, სტაბილურობის პრიორიტეტზე საუბრობს ევროკომისიის პრეზიდენტი.
ურსულა ფონ დერ ლაიენი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სამართლის პატივისცემა კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ირანმა ბომბი არასდროს არ უნდა მოიპოვოს.