დონალდ ტრამპმა დღეს თავისი სახელი ისტორიის წიგნში ოქროს ასოებით ჩაწერა, აჩვენა, რომ თავისუფალი მსოფლიოს ლიდერის წოდებას იმსახურებს - ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი

22 ივნისი 2025, 08:39 227 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დღეს თავისი სახელი ისტორიის წიგნში ოქროს ასოებით ჩაწერა, - ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა განაცხადა.

„აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დღეს თავისი სახელი ისტორიის წიგნში ოქროს ასოებით ჩაწერა. თავისი თამამი გადაწყვეტილებით - დაარტყას ირანის ბირთვულ ობიექტებს, მან აჩვენა, რომ იმსახურებს თავისუფალი მსოფლიოს ლიდერის წოდებას. ის მარადიულად ემახსოვრებათ როგორც ებრაელი ხალხისა და ისრაელის სახელმწიფოს ნამდვილი მეგობარი“, – აღნიშნავს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში