დიმიტრი პესკოვი - ირანში რეჟიმის შეცვლა მიუღებელია

20 ივნისი 2025, 10:13 95 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადებით, ირანში რეჟიმის შეცვლა მიუღებელია. დიმიტრი პესკოვის თქმით, ირანის სულიერი ლიდერის მკვლელობა პანდორას ყუთს გახსნის.

კითხვაზე, როგორი იქნებოდა რუსეთის რეაქცია თუ ისრაელი აშშ-ის დახმარებით აიათოლა ალი ხამენეის მოკლავს, პესკოვმა უპასუხა, რომ ეს ნეგატიური იქნება და რუსეთი ამას დაგმობს.

პუტინის პრესმდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ხამენეის სიკვდილი ირანში ექსტრემისტული განწყობების გამოჩენას გამოიწვევს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში