ლოს-ანჯელესის ოლქში საიმიგრაციო სამსახურის რეიდები გააპროტესტეს

18 ივნისი 2025, 10:31 85 ნახვა

ლოს-ანჯელესის ოლქის ქალაქ პიკო რივერას ქუჩებში ათობით ადამიანი გამოვიდა და კალიფორნიაში აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის რეიდები გააპროტესტა. საიმიგრაციო სამსახურის რეიდებმა კალიფორნიაში მასობრივი პროტესტი გამოიწვია. 

ლოს-ანჯელესში აქციების გამო პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იძულებული გახდა  ეროვნული გვარდიის ჯარები და საზღვაო ქვეითები გაეგზავნა  კალიფორნიის დემოკრატი გუბერნატორის გევინ ნიუსომის სურცილის  საწინააღმდეგოდ. 

იანვარში ტრამპი თეთრ სახლში  დაბრუნდა იმ მიზნით, რომ აშშ-ში არალეგალურად მყოფ ემიგრანტების რეკორდულ რაოდენობა  ქვეყნიდან გააძევებდა.

აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურმა გააორმაგა დაპატიმრების ტემპი ტრამპის დროს გასულ წელთან შედარებით, თუმცა  მაინც დაბალია, ვიდრე ამას მილიონობით ადამიანის დეპორტაცია მოითხოვს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში