ირანის პარლამენტი ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ კანონპროექტს ამზადებს

16 ივნისი 2025, 14:11 129 ნახვა

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, განაცხადა, რომ ისრაელის თავდასხმები ვერ განხორციელდებოდა შეერთებული შტატების მხარდაჭერის გარეშე.

აშშ-ს მხარდაჭერის გამო მოლაპარაკებები აზრს მოკლებულია, განაცხადა ბაგაეიმ თეირანში გამართულ პრესკონფერენციაზე. მან დასძინა, რომ, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, აშშ ვალდებულია აღიაროს და დაგმოს ისრაელის ქმედებები, როგორც აგრესიის აქტი.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ასევე განაცხადა, რომ  ირანის პარლამენტი ამზადებს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ კანონპროექტს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში