მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი „პსჟ“-მ „ატლეტიკოსთან“ გამარჯვებით დაიწყო 

16 ივნისი 2025, 09:31 82 ნახვა

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი გამარჯვებით გახსნა ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“. ფრანგებმა მადრიდის „ატლეტიკო“ 4:0 დაამარცხეს. ხვიჩა კვარაცხელიამ პარიზელთა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და 72-ე წუთზე შეცვალეს. პირველი ორი გოლი მისი გადაცემებით გავიდა.

ქართველმა შემტევმა მე-18 წუთზე ჯერ ფაბიან რუისს გაატანინა, ტაიმის მიწურულს კი მისი პასით ვიტინიამ გაიტანა. 49-ე წუთზე ხვიჩას თავად შეეძლო გატანა, მაგრამ მეკარის მოგერიების შემდეგ ბურთი ხარიხამ აისხლიტა.

მატჩის მიწურულს კიდევ ორი გოლი სენი მაილუმ და ლი კანგ-ინმა გაიტანეს. მეორე ტურში პსჟ 19 ივნისს ბრაზილიურ „ბოტაფოგოს“ დაუპირისპირდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში