ისრაელის პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ და ენერგეტიკის მინისტრი ელი კოენი ბათ-იამში ჩავიდნენ, სადაც ირანული რაკეტა ჩამოვარდა. ისრაელში ირანის მიერ ღამით განხორციელებული დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, მათ შორის 3 არასრულწლოვანია. მთავრობის განცხადებით, დაშავდა სულ მცირე 380 ადამიანი, რომელთაგან 9 კრიტიკულ მდგომარეობაშია. გვიან ღამით ირანმა ისრაელის მიმართულებით 100-მდე რაკეტა გაისროლა. გამოიყენა ბალისტიკური იარაღი, რომელიც ქალაქ ბათიამში საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. ირანის სამიზნე იყო ასევე ქალაქი ჰაიფა, სადაც დაბომბვის შედეგად მოქალაქეები დაიღუპნენ. ადგილზე გრძელდება სამძებრო და სამაშველო ოპერაცია. ისრაელის პრემიერის განცხადებით, საპასუხო დარტყმების ფონზე დროა ირანის ლიდერები ჩანთებს ალაგებდნენ. ასევე ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ოპერაციას ტრამპის მხარდაჭერა აქვს.