ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდია წესრიგის აღდგენამდე დარჩება - ტრამპი

11 ივნისი 2025, 10:08 170 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ლოს-ანჯელესში სამხედროებს შეინარჩუნებდა მანამ, სანამ ქუჩებში მშვიდობა არ დამყარდებოდა.

ტრამპმა მედიას განუცხადა, რომ „თუ მშვიდობა იქნება, ჩვენ გავალთ. თუ მშვიდობის არარსებობის შანსიც კი არსებობს, ჩვენ იქ დავრჩებით მანამ, სანამ მშვიდობა არ დამყარდება“. ტრამპის ფედერალურ მთავრობასა და კალიფორნიის შტატის ოფიციალურ პირებს შორის დაძაბულობა ამ კვირაში გაიზარდა იმიგრაციული რეიდებისა და საპროტესტო აქციების ტალღის ფონზე.

საპროტესტო აქციებმა ლოს-ანჯელესი პარასკევიდან მოიცვა, როდესაც ტრამპის ადმინისტრაციამ იმიგრაციული რეიდების სერია დაიწყო.

ყოველდღიურად ასობით დემონსტრანტი გამოდის ქუჩებში, პოლიციამ მხოლოდ სამშაბათს თითქმის 200 ადამიანი დააკავა.

საპასუხოდ, ტრამპმა ეროვნული გვარდიის 4 ათასი ჯარისკაცისა  და რეგიონში დაახლოებით 700  საზღვაო ქვეითის გაგზავნის ბრძანება გასცა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში