ავსტრალიელ ჟურნალისტს რეზინის ტყვია მოხვდა, როდესაც ის ლოს-ანჯელესში გამართული საპროტესტო აქციების დროს პირდაპირ ეთერში მუშაობდა.
ნაინ-ნიუსის რეპორტიორი, ლორენ ტომასი, ავსტრალიელ ტელემაყურებლებს აშშ-ში მიმდინარე ქუჩის პროტესტზე უყვებოდა, როცა მის უკან მდგომმა სპეცრაზმელმა რეზინის ტყვია ესროლა.
„ლორენი და მისი ოპერატორი უსაფრთხოდ არიან და გააგრძელებენ ამ მოვლენების გაშუქებას“, - ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში.
„ეს ინციდენტი მკაფიო შეხსენებაა იმ საფრთხეებისა, რომელთა წინაშეც შეიძლება აღმოჩნდნენ ჟურნალისტები საპროტესტო აქციების წინა ხაზიდან რეპორტაჟების მომზადებისას, რაც ხაზს უსვამს მათი როლის მნიშვნელობას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებაში“ - აცხადებს ავსტრალიური ტელეარხი.