ზელენსკის პასუხი ტრამპს

07 ივნისი 2025, 14:39 114 ნახვა

ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც უკრაინა და რუსეთი ჰგვანან „ორ პატარა ბავშვს, რომლებიც გიჟებივით ჩხუბობენ“.  ABC-თან ინტერვიუში, კითხვაზე „იგებს თუ არა ტრამპი უკრაინაში არსებული ტანჯვის შესახებ გზავნილს“ ზელენსკიმ უპასუხა რომ უკრაინა არ არის ბავშვი რომელიც პუტინთან ერთად სათამაშო მოედანზეა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, პუტინი მკვლელია რომელიც ამ სათამაშო მოედანზე ბავშვების მოსაკლავად მოვიდა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში 631 ბავშვი დაიღუპა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში