რუსეთი უკრაინის ქალაქებს რაკეტებითა და დრონებით უტევს

05 ივნისი 2025, 09:44 241 ნახვა

რუსეთმა  ხარკოვს რაკეტებითა  და დრონებით შეუტია, დაშავებულია 18 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვია. ქალაქის მერის თქმით,  ხარკოვზე თავდასხმა ორი რაკეტითა და ცხრა დრონით განხორციელდა, რაკეტებმა და დრონებმა, ერთის გარდა, სამიზნეს მიაღწიეს. ერთ-ერთი რაკეტა 17 სართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა.

აფეთქებების შედეგად სამ ლოკაციაზე გაჩნდა ხანძარი. დაიწვა ერთი კერძო სახლი. მეხანძრე-მაშველებმა ერთ-ერთ საწარმოში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება შეძლეს.

რუსულმა ძალებმა ხერსონის ცენტრში საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის შენობა და მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი დაბომბეს.

დაშავებულია ორი ადამიანი. ჩერნოგოვოს ოლქში რუსული დრონი ადგილობრივი სახანძრო სამსახურის უფროსის სახლს მოხვდა.

დაიღუპა მთელი მისი ოჯახი, ერთი წლის შვილიშვილის ჩათვლით. დაშავებულია 6 ადამიანი. ოდესის ოლქზე ზედიზედ მესამე დღეა დრონებით თავდასხმები ხორციელდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში