დიმიტრი პესკოვის განცხადება

31 მაისი 2025, 11:05 231 ნახვა

კრემლის პრესსპიკერის განცხადებით, რუსეთის დელეგაცია 2 ივნისს უკრაინასთან მოლაპარაკებების ახალი რაუნდის დასაწყებად მზად იქნება და ამისთვის სტამბოლში გაემგზავრება.

დიმიტრი პესკოვის თქმით, მომავალი მოლაპარაკებების დროს რუსეთისა და უკრაინის სამშვიდობო მემორანდუმების პროექტები განიხილება, თუმცა რუსული მხარე მას საზოგადოებისთვის არ გაასაჯაროებს.

პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ორივე მხარე პოტენციური დროებითი ზავის პირობებს განიხილავს, ხოლო შავ ზღვაში უსაფრთხო ნავიგაცია, სავარაუდოდ, ნებისმიერი მომავალი შეთანხმების მთავარი კომპონენტი იქნება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი