გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე პოლიტიკურ და მშვიდობის დამყარების საკითხებში, როზმარი დიკარლო ომის დიდი ხნის გაგრძელების შემთხვევაში, გლობალურ შედეგებზე საუბრობს.
რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, მით უფრო დიდხანს ვიგრძნობთ მის რეგიონულ და გლობალურ შედეგებს და მით უფრო რთული იქნება მშვიდობიანი გადაწყვეტის გზის პოვნა - აღნიშნა დიკარლომ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
გაიხსენა, რომ თებერვალში უშიშროების საბჭოს 2774-ე რეზოლუცია იყო პირველი დოკუმენტი, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში 2022 წელს სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მიიღეს და რომელმაც დიპლომატიური გადაწყვეტის ოპტიმიზმის განცდა გააჩინა.
გენერალური მდივნის მოადგილე აღნიშნავს, რომ იმედი, რომ მხარეები შეძლებენ დასხდომასა და მოლაპარაკებებს, ჯერ კიდევ ცოცხლობს.