სუმზე რუსული დრონებით თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

29 მაისი 2025, 13:54 135 ნახვა

უკრაინის სუმის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, მეორე მძიმედ დაშავდა, ხოლო ფერმა, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი შენობები განადგურდა.

„რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით კვლავ შეუტიეს მშვიდობიან მოსახლეობას სუმის ოლქის რამდენიმე თემში. ბელოპოლსკის თემში დარტყმის შედეგად ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. კიდევ ერთი დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია საავადმყოფოში. საცხოვრებელი შენობები განადგურებულია“ - ამ შინაარსის განცხადებას ტელეგრამ-არხზე სუმის რეგიონალური ადმინისტრაცია აქვეყნებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში