შვეიცარიის ალპებში მყინვარი ჩამოიშალა

29 მაისი 2025, 10:30 436 ნახვა

შვეიცარიის ალპებში მყინვარს უზარმაზარი ნაწილი მოწყდა, რის შედეგადაც წარმოქმნილმა  ყინულის, ტალახისა და ქვების ნაზავმა ახლომდებარე სოფელ ბლატენის უმეტესი ნაწილი დაფარა.

დასახლებული პუნქტი მეწყრული პროცესების საფრთხის გამო მანამდე ევაკუირებული იყო. ამჟამად ერთი ადამიანი დაკარგულად ითვლება, განაცხადეს ოფიციალურმა პირებმა.

შვეიცარიული მედიის ინფორმაციით, სოფლის დაახლოებით 90% მეწყერმა დაფარა. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით,  19 მაისს ბლატენის 300 მცხოვრების ევაკუაცია მას შემდეგ მოხდა, რაც გეოლოგებმა კლდისა და მყინვარის მოსალოდნელი ჩამოშლის რისკი დაადგინეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში