რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელმა კანდიდატმა გაიმარჯვა

19 მაისი 2025, 08:44 117 ნახვა

„ჩვენ ეს ბრძოლა წავაგეთ, მაგრამ არა და არასდროს დავკარგავთ ჩვენს შრომას“, - ასე მიმართა  ჯორჯ სიმიონმა თავის ამომრჩევლებს არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ. 

კვირას ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ბუქარესტის მერმა ნიკუშორ დანმა გაიმარჯვა,  რაც შოკისმომგვრელი იყო რადიკალურად მემარჯვენე, ნაციონალისტური მეტოქისთვის, რომელმაც პირობა დადო, რომ რუმინეთს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკით შთაგონებულ გზაზე დააყენებს. თუმცა სიმიონმა აღიარა არჩევნებში  დამარცხება და თავის მეტოქეს გამარჯვება მიულოცა. თითქმის ყველა საარჩევნო უბნის ოფიციალური შედეგები აჩვენებს, რომ დანმა დაახლოებით 19 მილიონი მოსახლეობის მქონე ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყანაში ამომრჩევლების ხმების დაახლოებით 54% მიიღო, ხოლო სიმიონმა - 46%.

 55 წლის დანი ბოლო დღეებში ლიდერობდა გამოკითხვებში მას შემდეგ, რაც კვირების განმავლობაში ჩამორჩებოდა სიმიონს, ევროსკეპტიკოსს, რომელსაც რუსეთთან ომში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტა სურდა. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი