უკრაინის პრეზიდენტი რომის პაპს შეხვდა

18 მაისი 2025, 20:04 112 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი პირველ ლედისთან ერთად რომის პაპს შეხვდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლეო XIV მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, მილიონობით ადამიანისთვის მთელ მსოფლიოში პონტიფიკოსი მშვიდობის იმედი სიმბოლოა.
აღნიშნა რომ წმინდა საყდრის ავტორიტეტსა და ხმას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ამ ომის დასრულებაში. ზელენსკიმ ასევე დაწერა რომ უკრაინა მზად არის ნებისმიერ ფორმატში დიალოგისთვის ხელშესახები შედეგების მისაღწევად.
ცნობისთვის, რომის პაპსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა 12 მაისს და პაპმა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო შეშფოთება გამოთქვა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი