რომის პაპმა ლეო მე-14-ემ განაცხადა, რომ ის „ყველა ღონეს“ იხმარს მშვიდობისთვის და საერთაშორისო კონფლიქტებში ვატიკანის შუამავლობა შესთავაზა.
პაპი ძალადობის დასრულების მოწოდებით გამოვიდა აღმოსავლეთ კათოლიკური ეკლესიების წევრებისადმი მიმართვისას, რომელთა ნაწილი ისეთ ქვეყნებში მოღვაწეობენ როგორიცაა უკრაინა, სირია, ლიბანი და ერაყი და ხშირად განიცდიან დევნას, როგორც რელიგიური უმცირესობები.
რომის პაპი უკრაინაში „ნამდვილი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ“, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისკენ, „ჰამასის“ მიერ დაკავებული ყველა ისრაელელი მძევლის გათავისუფლებისკენ მოწოდებით გამოვიდა და მიესალმა ინდოეთსა და პაკისტანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას.