საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას უახლოეს დღეებში, თუ მოსკოვი არ დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას, შესაძლო სამიზნეებად კი ფინანსური მომსახურება, ნავთობი და გაზის სექტორები დაასახელა. მაკრონმა გერმანიის კანცლერის კვალდაკვალ გააკეთა ეს განცხადება.
მერცმა სამშაბათს განაცხადა, რომ ევროპელი მოკავშირეები რუსეთის წინააღმდეგ „მნიშვნელოვნად გამკაცრებენ სანქციებს“, თუ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას.
მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს, პოლიტიკა ღაზაში, სადაც ნახევარი მილიონი ადამიანი შიმშილობს, მიუღებელი და სამარცხვინოა.