რუსეთმა უკრაინას დრონებით შეუტია - უკრაინული მხარე

11 მაისი 2025, 14:36 208 ნახვა

რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 108 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, - ამის შესახებ, ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთში, ჩრდილოეთში, სამხრეთსა და ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში 60 „შაჰედის“ ტიპის დრონი ჩამოაგდეს, 41-მა კი მიზანს ვერ მიაღწია.

უკრაინული მხარის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვეს ბრიანსკიდან, სმოლენსკის ოლქის შატალოვოდან, როსტოვის ოლქის მილეროვოდან, კრასნოდარის მხარის პრიმორსკო-ახტარსკიდან, ასევე რუსეთის მიერ კონტროლირებადი ზაპოროჟიეს ოლქის რაიონებიდან და ანექსირებული ყირიმიდან.

უკრაინის შეიარაღებული ძალებში აცხადებენ, რომ თავდასხმის შედეგად კიევის ოლქში ერთი ადამიანი დაშავდა. ბროვარის რაიონში 1954 წელს დაბადებული კაცი სტრესის გამო, შოკურ მდგომარეობაშია. თავდასხმის დროს დაზიანდა რამდენიმე კერძო სახლი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი