ინდოეთი და პაკისტანი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ.
ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ვიკრამ მისრის განცხადებით, მიღწეული შეთანხმება არაერთხელ დაირღვა. პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ინდოეთმა ზოგიერთ რაიონში შეთანხმება დაარღვია.
ინდოეთსა და პაკისტანს შორის ბრძოლები 4 დღის განმავლობაში გრძელდებოდა.
ცნობისთვის, გუშინ, ინდოეთი და პაკისტანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ.
22 აპრილს, ინდოეთის ჩრდილოეთით მდებარე ჯამუ და ქაშმირის რეგიონში ტერორისტების თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 27 ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ქაშმირის სამხრეთით მდებარე ბაისარანის ხეობაში, ტერორისტების ჯგუფი ტურისტებს დაესხა თავს. ინდოეთი თავდასხმას პაკისტანს უკავშირებს. პაკისტანი კი ინდოეთის ბრალდებებს უარყოფს.