ვლადიმერ პუტინი უკრაინას მოლაპარაკებების განახლებას სთავაზობს. აცხადებს, რომ თურქეთის პრეზიდენტს თურქეთში მოლაპარაკებების ჩატარების შესაძლებლობას სთხოვს, თარიღად 15 მაისს ასახელებს. პუტინის თქმით, არასდროს უთქვამთ უარი უკრაინულ მხარესთან დიალოგზე. იხსენებს რომ 2022 წელს მოლაპარაკებები უკრაინამ შეწყვიტა და არა რუსეთმა.
პუტინმა დაამატა რომ კიევის ხელისუფლებას 2022 წლის ბოლოს შეწყვეტილი მოლაპარაკებების განახლებას სთავაზობს, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე.
რაც შეეხება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევას, რუსეთის პრეზიდენტი აღნიშნულს არ გამორიცხავს.
როგორც პუტინმა კრემლში ბრიფინგზე განაცხადა, უკრაინამ „დემონსტრაციულად, დაახლოებით 130-ჯერ“ დაარღვია 30-დღიანი მორატორიუმი ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებზე, რომელიც მოქმედებდა 18 მარტიდან 17 აპრილამდე და შეთანხმებული იყო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.