ბრიტანეთი რუსეთის ჩრდილოვან ფლოტს მასშტაბურ სანქციებს დაუწესებს

09 მაისი 2025, 09:04 85 ნახვა

გაერთიანებული სამეფოს მთავრობა რუსეთის ჩრდილოვან ფლოტს დღეს, ყველაზე მასშტაბურ სანქციების პაკეტს დაუწესებს. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციები პუტინზე ზეწოლას გააძლიერებს და გააძლიერებს გაერთიანებულ სამეფოსა და ევროპის კრიტიკული ეროვნული ინფრასტრუქტურის დაცვას.

უწყების ცნობით, სანქციები დაუწესდება 100-მდე ნავთობტანკერს, რომლებიც პუტინის ჩრდილოვანი ფლოტის ოპერაციის ძირითად ნაწილს წარმოადგენენ და 2024 წლის დასაწყისიდან 24 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ტვირთის გადაზიდვაზე არიან პასუხისმგებლები.

სანქციების შესახებ პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი  ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში, ერთობლივი საექსპედიციო ძალების წარმომადგენლების სამიტზე გამოაცხადებს, რომელიც 10 ქვეყანას აერთიანებს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში